პარლამენტში გაიმართა   გამოფენა-გაყიდვა - „შენი შეზღუდულობა მხოლოდ პირობითია

„მიხარია, რომ ასეთ ღონისძიებებს ვმასპინძლობთ. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის ღია იქნება მსგავსი ღონისძიებებისთვის და შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომ მისი შრომა ფართო საზოგადოებისთვის მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი“, - ამის შესახებ პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, პარლამენტში საქველმოქმედო ღონისძიება „შენი შეზღუდულობა მხოლოდ პირობითია“ გაიმართა, რომლის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენდა. მასში მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ხელოვნების ცენტრი „ფოლიანტი“ და საქართველოს კულტურის აკადემია იღებდა. შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში წინასააღდგომოდ გამართული გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ღონისძიებაში მონაწილე დღის ცენტრებს მოხმარდება. ღონისძიება სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, პარლამენტის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. „დღეს პარლამენტში სტუმრად იმყოფებიან არაჩვეულებრივი, განსაკუთრებულად ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს, რომლებიც დღეს მობრძანდნენ საქართველოს პარლამენტში, წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები და შესაძლებლობა მოგვცეს, რომ მათი ნამუშევრები არა მარტო ვიხილოთ, არამედ მოწონების შემთხვევაში, შევიძინოთ. მიხარია, რომ ეს პროცესი ჩვენი სტაჟიორების უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით არის ორგანიზებული, რისთვისაც თითოეულ მათგანს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. სწორედ მათი ძალისხმევითა და მონდომებით შესაძლებელი გახდა დღეს ეს ღონისძიება ჩაგვეტარებინა“, - ამ სიტყვებით მიმართა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ დეპუტატს, პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, რომელმაც ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ღონისძიებაში მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი მიესალმა.

„ეს არის ყველაზე ლამაზი წუთები პირადად ჩემთვის, თითოეული დეპუტატისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვის. აქ არის წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის უნიჭიერესი თაობა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. იგი მსგავსი შინაარსის ღონისძიებების მხარდაჭერის თაობაზე პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის ინიციატივას გამოეხმაურა. „მივესალმები პარლამენტის აპარატის უფროსის ინიციატივას. ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ყველანი თანაბრად ვიყოთ ინტეგრირებული ამ ქვეყნის ცხოვრებაში“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მისასალმებელ სიტყვაში რამდენიმე სიახლეზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების მშობელთა აქტიური ჩართულობით, ინკლუზიური განათლება პრიორიტეტი გახდა კანონის დონეზე და პირობები გაუმჯობესდა სპეც-პედაგოგებისთვისაც. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განათლების, ასევე, ჯანდაცვის სერვისების გასაუმჯობესებლად ზრუნვა გრძელდება. „მეცხრე მოწვევის პარლამენტი გამოირჩევა იმ ტრადიციით, რომ საშობაოდ და წინასააღდგომოდ აპარატის უდიდესი მხარდაჭერით იმართება არაჩვეულებრივი ღონისძიებები, გამოფენები“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, პარლამენტის კარი მუდამ ღიაა მსგავსი ღონისძიებების გასამართად. „პარლამენტი არის თქვენი სახლი“, - მიმართა მან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს. დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ყურადღება გაამახვილა სტაჟიორების მონაწილეობაზე მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებაში. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებებზე და თავისი წვლილი შეაქვთ ასეთი ღონისძიებების გამართვაში. ჩვენ არ დავიშურებთ არც დროს, არც ენერგიას და მონდომებას, რომ რაც შეიძლება მალე გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რასაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურობაში ვაწყდებით“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ბავშვები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა