თბილისის მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია

თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მოძრაობის შეფერხება მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა-ძრავის გადახურებამ გამოიწვია. შემთხვევა მეტროსადგურ „ისანზე“ დაფიქსირდა, ამის გამო მატარებელები მხოლოდ მეტროსადგურ - "300 არაგველამდე" მოძრაობდნენ. მეტროსადგურ "300 არაგველიდან" „ვარკეთილის“ მიმართულებით გადაადგილება დროებით იყო შეფერხებული.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა