ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, 28 წლის ალიკა ლაგვილავასა და ბეჟან გვაზავას შორის შელაპარაკება ზუგდიდის სოფელ გრიგოლიშის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში მოხდა. მათივე ინფორმაციით, ორივე "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. ალეკო ლაგვილავა მძიმედ არის დაჭრილი.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ, ლაგვილავა მათი კოორდინატორია, თუმცა არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გვაზავა მათი აქტივისტია.

"როგორც ცნობილია, მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელსაც ამ დროისთვის უტარდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. არ ვფლობთ ინფორმაციას მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა სწრაფი რეაგირება და დაწყებულია გამოძიება. ძალოვანი უწყება იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა სწრაფად დადგინდეს მომხდარის დეტალები, გამოვლინდეს და კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე. ჩვენც საზოგადოებასთან ერთად ველით გამოძიების შედეგებს", - აღნიშნა შტაბის წევრმა მამუკა წოწერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა