მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვას მთელი სასესიო დღე დაეთმო, თუმცა დასრულება ვერ მოესწრო. დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა პროექტის იმ ნაწილზე გაგრძელდება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ეხება.

დღესვე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის შეფასებებს მოისმენს. ნინო ლომჯარია ამ თემაზე პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მიდის.

ამის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტს კენჭი მეორე მოსმენით ეყრება.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა