დავით ბაგრატიონ-მუხრანელი - არ ვაპირებ, ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს დავუტოვო

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქართულ პოლიციასა და მართლმსაჯულებას სრულ ნდობას უცხადებს და აანონსებს, რომ დეტალების თაობაზე ჟურნალისტებთან საუბარს აპირებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს სამეფო სახლის ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული.

„მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი. ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას.

ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ, ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა