„ენერგო-პრო ჯორჯია“ დაანონსებული საპროტესტო აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ დაანონსებული საპროტესტო აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის ინფორმაციაშია აღნიშნული, პროფკავშირების მიერ ორგანიზებულმა პროტესტმა რეგიონებში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

„ჩვენი კომპანიის პროფკავშირების მიერ ორგანიზებულმა პროტესტმა ვერ მოიპოვა ვერანაირი მხარდაჭერა რეგიონებში. ამის გამო ისინი იძულებულები გახდნენ და თანამშრომლებს სთხოვეს, რომ ადგილზე მაინც დაეფიქსირებინათ მათი პოზიცია, თუმცა ამაზეც უარი მიიღეს. რაც შეეხება თბილისის აქციას, მიუხედავად დაანონსებული მასშტაბური აქციისა, კომპანიის პროფკავშირების ხელმძღვანელობამ, ოფიციალური მოწერილობის საფუძველზე მოითხოვა თავისი 37 დელეგატის გაგზავნა თბილისში 10:00 საათზე, თითქოს, კრების ჩატარების მიზეზით. სავარაუდოდ, სწორედ ისინი იქნებიან დღევანდელ აქციაზე. კომპანიის მენეჯმენტი მადლობას უხდის თანამშრომლების აბსოლიტურ უმრავლესობას ერთსულოვანი თანადგომისთვის, რაშიც სრულიად დარწმუნებულნი ვიყავით“, - ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა