ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნება“ ახერხებს, რომ „კლანისთვის“ მისაღები კანონპროექტი მიიღოს

„ქართული ოცნება“ ახერხებს, რომ „კლანისთვის“ მისაღები კანონპროექტი მიიღოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ პლენარული სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის განხილვა გრძელდება. აბესაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ეს სიტუაცია მოსწონს და აპირებს ამ სიტუაციის ბოლომდე შენარჩუნებას სასამართლოში.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, აქამდე ჩატარებული ყველა განხილვა ფორმალური იყო.

„სასამართლოების კანონპროექტის განხილვის ყველა ეტაპმა ჩაიარა ყოველგვარი შინაარსობრივი მსჯელობის და არგუმენტების გათვალისწინების გარეშე. საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ ახერხებს, რომ „კლანისთვის“ მისაღები კანონპროექტი მიიღოს, რაც გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს არსებულ უმრავლესობას, „კლანს" უფლება ექნება ფარული კენჭისყრის, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაწყვიტოს, ვინ წარუდგინოს პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატად. ამით ჩვენ ვერ მივიღებთ დამოუკიდებელ მოსამართლეებს და ამის ილუზია არც პროცესის დასაწყისში გვქონდა, ვინაიდან ივანიშვილის გაცხადებული პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო - მას მოსწონს ეს სიტუაცია და აპირებს შეინარჩუნოს ეს სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს