ირაკლი აბესაძე - ქობულიას გათავისუფლების მიზეზი რომ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა არ იყო, ცალსახაა - როგორც ჩანს, ამის უკან ივანიშვილის ოჯახური ინტერესები იმალება

გიორგი ქობულიას წასვლის უკან ივანიშვილის ოჯახური ინტერესები იმალება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ეკონომიკის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლო მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

აბესაძის თქმით, კარგად გამოჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრი გადააყენეს.

„მას ჰქონდა გარკვეული დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან. შეუძლებელია ეს უკავშირდებოდეს მის მუშაობას, რადგან მთელი „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტი ასე მუშაობს. ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგდებას შესაძლებელია, ცდილობდეს უჩა მამაცაშვილის თუ ივანიშვილის გარემოცვა სხვადასხვა ხერხებით. მისი გათავისუფლების მიზეზი რომ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა არ იყო, ცალსახაა. როგორც ჩანს, ამის უკან იმალება ივანიშვილის ვიწრო ოჯახური ინტერესები. ალბათ, ცოტა ხანში კორუფციულ გარიგებებს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს