ზაქარია ქუცნაშვილი - ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის - არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს

ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის. არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან წასვლის და ამ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილის როლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მან არ იცის გიორგი ქობულიას წასვლის მიზეზი.

„მიზეზები ჩემთვის უცნობია. მინისტრების საქმიანობის შეფასება პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაა და აქედან გამომდინარე, მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. ალბათ, თვითონ განმარტავს მიზეზებს. არ გამოვრიცხავ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გააკეთოს განცხადება წასვლის მიზეზებზე. ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის. სად იყვნენ სხვები, როცა მე არათუ განსხვავებულ მოსაზრებებს, არამედ საწინააღმდეგო პოზიციას ვაფიქსირებდი ხშირ შემთხვევაში და ამას ჩემი და ბატონი ბიძინას ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს, რომ ის ადამიანებს დევნის განსხვავებული აზრის გამო. ყველა შემთხვევაში ის ითხოვს ახსნას, დასაბუთებას და ბევრჯერ გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ახსნილი და დასაბუთებული მოსაზრების შემთხვევაში მას შეუცვლია პოზიცია“,- აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს