ზურაბ ჭიაბერაშვილი - მარტო გიორგი ქობულია კი არა, მთელი მთავრობაა წასასვლელი

სინამდვილეში მარტო ქობულია კი არა, ნებისმიერი მინისტრი და მთელი მთავრობაა წასასვლელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას წასვლის შესაძლო მიზეზების კომენტირებისას განაცხადა.

ჭიაბერაშვილისთვის უცნობია, რატომ დატოვა იმ მინისტრმა თანამდებობა, რომელიც ამბობდა, რომ ქვეყანაში არ ცხოვრობენ გაჭირვებულები და ყველაფერი კარგადაა.

„ეჭვიც არაა, რომ ის ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა. ის შეეწირა გარკვეულ კლანურ და კორუფციულ ინტერესებს, მაგრამ ეს არ ამარტივებს იმ მიდგომებს, რომელიც ქობულიას ჰქონდა, ან რაც აქვს „ქართული ოცნების" ნებისმიერ წევრს. მათ არ აქვთ რეალობის აღქმა, თუ რა გაჭირვებაში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები. ყოველ გამოსვლაში ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გაუგებარია ქობულიას წასვლა იმ ფონზე, როცა ამ გამონათქვამების და მიდგომების წყარო არის თავად ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხად ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს