მასტერკლასი თემაზე - "როგორ შევქმნათ 5-ვარსკვლავიანი ბიზნეს სისტემა" გაიმართება

19 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, MCI CONSULTING GROUP-თან პარტნიორობით, მასტერკლასი თემაზე: "როგორ შევქმნათ 5-ვარსკვლავიანი ბიზნეს სისტემა" გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს, მასტერკლასს გაუძღვება დანიიდან მოწვეული გაყიდვების მსოფლიო ექსპერტი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში. სამი ათწლეულის განმავლობაში მაიკლ ბენგი ცნობილია იმით, რომ მსოფლიოს გარშემო „დიდი აფეთქება“ გამოიწვია იმ კომპანიებსა და ბიზნესებში, სადაც ის ლექციებს ატარებდა. მან შეასწავლა და შთააგონა 70 000-ზე მეტ ბიზნეს მფლობელსა და მათ თანამშრომლებს, როგორ გაეუმჯობესებინათ გაყიდვები და მიეღწიათ წარმატებისათვის ბიზნესში, „დაბალი ეკონომიკის“ პირობებშიც.

მათივე ინფორმაციით, მაიკლ ბენგი ცნობილია მის მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებით, რომლებიც უკავშირდება აქტიურ გაყიდვებს, დროის ეფექტური მართვას და კლიენტთა მომსახურებას. სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან ერთად, მაიკლს ჩატარებული აქვს ტრენინგები შემდეგ კომპანიებში: BMW, მერსედესი, ტოიოტა, ვოლვო, პანასონიკი, ნესტლე, უნილივერი, ჰეინეკენი და ემვეი.

„მასტერკლასის მიზანია, ასწავლოს მსმენელს კაიზენის სისტემაზე დაფუძნებული ისეთი უნიკალური მეთოდები, როგორებიცაა: გაყიდვების მენეჯმენტი, მოლაპარაკებების სისტემები, კლიენტთა მომსახურება“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა