მერიის განმარტებით, ბექა ოდიშარიას 3 ათასი კვ.მ. მიწის სანაცვლოდ  მუხიანში 35 000 კვ.მ. მიწა სამხარაულის ექსპერტიზის საფუძველზე შესთავაზეს

მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა, როგორც ყოველთვის, ასევე ბექა ოდიშარიას შემთხვევაში, განხორციელდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასების საფუძველზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს.

მერიაში „ინტერპრესნიუსს" დაუდასტურეს, რომ დეპუტატ ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე მდებარე 3000 კვ.მ.-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთის ნაცვლად დაახლოებით 11-ჯერ დიდ, მუხიანში მდებარე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ 35 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს სთავაზობენ. მერიის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ორივე მიწის ნაკვეთი შეაფასა და თანხვედრილი ღირებულებიდან გამომდინარე ხდება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა.

„მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა, როგორც ყოველთვის, ასევე ბექა ოდიშარიას შემთხვევაში, განხორციელდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასების საფუძველზე. აღნიშნული ითვალისწინებს გადასაცემი და მუნიციპალიტეტში მისაღები მიწის ნაკვეთების შეფასებას. იმ შემთხვევაში, თუ არის ღირებულებითი თანხვედრა, ხდება მონაცვლეობა.

თუ მუნიციპალიტეტის მიერ გადასაცემი მიწის ნაკვეთის ღირებულება მეტია, ვიდრე მოსანაცვლებელი მიწის ნაკვეთი და ამ მიწის ნაკვეთის გაყოფა მიზანშეწონილი არ არის მისი შემდგომი განვითარებიდან გამომდინარე, მესაკუთრე ამატებს თანხას.

კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ბექა ოდიშარიას მიწის ნაკვეთის შეფასება მოხდა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ასევე შეფასდა მუხიანში არსებული მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. თანხვედრილი ღირებულებიდან გამომდინარე ხდება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა, რომელზეც დღეს თბილისის საკრებულო სხდომაზე იმსჯელებს“, - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თაბორის მთაზე, სადაც მიწის ნაკვეთის მფლობელი პარლამენტარი ბექა ოდიშარიაა, სასტუმრო არ აშენდება, რამდენადაც არსებული მშენებლობა მერიისთვის მიუღებელია.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო