კობახიძე კითხვაზე, რატომ არ განიხილა მარგველაშვილის წარდგენილი მოსამართლეების სია - ბნელ ოთახში იყო დაწერილი, ალბათ, ეს იყო მიზეზი

სია ბნელ ოთახში იყო დაწერილი ერთ დღეში წარმოადგინა და ალბათ ეს იყო მიზეზი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ ოთარ კახიძეს კითხვაზე თუ რატომ არ განიხილა პარლამენტმა 2016 წელს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი.

„2016 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ამ მოწვევის პარლამენტს წარუდგინა 3 კანდიდატურა, რატომ არ განიხილეთ?! ამით იმის დემონსტრირება მინდა, რომ თქვენთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ უზენაეს სასამართლში მოსამართლეები გამწესდნენ და იქ საქმეებზე გადატვირთულობა მოიხსნას, ანუ რეალურად პოლიტიკური დავალების მიხედვით მოქმედებთ. მიზეზი შეგიძლიათ მითხრათ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატი - ბოძაშვილი, ლალიაშვილი, თოდუა რატომ არ განიხილა პარლამენტმა, რატომ არ დაამტკიცა? რატომ არ განიხილა, იქნებ კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრები იყვნენ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ ასე უპასუხა: „ბნელ ოთახში იყო დაწერილი, ერთ დღეში წარმოადგინა და ალბათ ეს იყო მიზეზი, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა