მამუკა ბახტაძე გიორგი ქობულიასთან დაპირისპირებაზე - გარწმუნებთ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განვლილი გზა, მისი კარიერული გზა არის ნათელი პასუხი იმისა, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქობულია როგორც დღეს, ასევე მომავალშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მთავრობის სხდომის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. გარწმუნებთ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, გოგა ქობულიამ გითხრათ ის, რაც უნდა ეთქვა, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე მასთან საუბრის შედეგად. ისევე, როგორც გადაწყვეტილება მივიღე ნათია თურნავასთან საუბრის შედეგად. გარწმუნებთ, რომ არაფერი გასაკვირი აქ არ არის. აქვე მინდა განვმარტო, რომ თვითონ გოგა ქობულიას განვლილი გზა, მისი კარიერული გზა არის ნათელი პასუხი იმისა, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი. მინდა შეგახსენოთ, ის გახლდათ „მაკინზის“ უფროსი პარტნიორი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ცოდნა, რომ მან ეს მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიმართულებით, რომელიც ერთად თავს იყრის ეკონომიკის სამინისტროში. უფრო მეტიც, ის როგორც დღეს, ასევე მომავალშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა