მამუკა ბახტაძე ქობულიასთან უთანხმოების მიზეზზე დასმულ კითხვაზე - თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია, რომ საზოგადოებას შედეგი ვაჩვენოთ, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს

ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ის შედეგი ვაჩვენოთ, რასაც შევპირდით, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან უთანხმოების მიზეზზე დასმულ შეკითხვას.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები.

„ჩვენ გვჭირდება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. 2019 -2020 წლებში ჩვენი ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საკმარისი რესურსი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება და პრობლემები შევამსუბუქით. თუმცა ამ თანხას და ინვესტიციებს სჭირდება ძალიან ოპერატიული და ეფექტური მართვა. ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რასაც შევპირდით, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა