მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია კონსულტანტად ნამდვილად არ ჩამოგვიყვანია, ის ჩამოვიყვანეთ ეკონომიკის მინისტრად და  ეს იყო სწორი გადაწყვეტილება

გოგა ქობულია კონსულტანტად ნამდვილად არ ჩამოგვიყვანია, ის ჩამოვიყვანეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა განმარტა, რომ ქობულიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ სტრატეგიის შემუშავებასა და იმ ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც მთავრობას აქვს.

„ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ეკონომიკის სამინისტროში კონსოლიდირებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულება. ქვეყანას სჭირდება ამ ეკონომიკურ მიმართულებებზე, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სტრატეგიები განვითარებისთვის. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონის ეკონომიკური ცენტრი გლობალურ ეკონომიკაში, მაქსიმალურად ეფექტური ინტეგრაციის გზით. შესაბამისად, თითოეულ სექტორში აუცილებელი იყო ჩვენ გვქონოდა შესაბამისი სტრატეგია. გოგამ ამ ყველაფერში შეიტანა ძალიან დიდი წვლილი და ეს არის ფაქტი. მე ამას ყველგან გავიმეორებდი და დღესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა