ეკა ბესელია უმრავლესობას - გადახედეთ თქვენს პოზიციას, ამას მართლა ისტორია ინახავს - არ გირჩევთ თქვენი კომფორტის გამო ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას

გადახედეთ თქვენს პოზიციას, ამას მართლა ისტორია ინახავს. მე არ გირჩევთ თქვენი კომფორტის გამო საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას, - ამ სიტყვებით მიმართა უმრავლესობის წევრებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატმა განსაკუთრებით იმ კომიტეტების თავმჯდომარეებს მოუწოდა დაფიქრდნენ, სანამ ხმას მისცემენ კანონპროექტს, რომლებიც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობენ.

„მინდა მივმართო უმრავლესობის წევრებს, იმ წევრებს, რომლებიც შინაგანად წუხან ამ კანონის გამო და არა იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც ვიცი წინასწარვე, არ არიან წინააღმდეგობის გამწევი ამ პროექტის გამო. მე მათ მინდა მივმართო და ვუთხრა: ასეთ გვარებს, ვინც ასეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებს ხმას აძლევს კოლეგებო, ინახავს ისტორია, ამას სათითაოდ გადაამოწმებს თქვენი შვილების თაობა. მე ბოლო 20 წელი სასამართლოსთან მაქვს შეხება და ბევრი რამ მაქვს გაკეთებული სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ახლა რასაც ვაკეთებ, ეს მგონი ერთ-ერთი ნაბიჯია. მე მგონია, რომ სულ მცირე პრინციპულობაა საჭირო, რომ შეხედოთ რეალობას და დაინახოთ, რომ ამ კანონპროექტს ინიციატორების გარდა მხარს უჭერს იუსტიციის საბჭოს უმრავლესი წევრი. ის ჯგუფი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ყველა პროგრესულ და საღ აზრს. ეს ჯგუფი წარსულის ძალადობრივ რეჟიმს ამაგრებდა. მე მაინტერესებს იმ კომიტეტის თავმჯდომარეების პოზიცია, ვინც საგარეო პოლიტიკის ფლანგზე მუშაობთ, ამ კანონპროექტს ხმას მისცემთ?! ამ კანონპროექტმა გზა უნდა გაუხსნას იმ ადამიანებს, ვინც უზენაეს სასამართლოში ან სამართალი უნდა დაადგინონ, ან იმ ადამიანებს, ვინც იმ 10- კაციანი სიის გატანას ცდილობდა დეკემბრის თვეში. თუ რამის გამბედაობა გაქვთ, წვლილი შეიტანეთ, აქ გამოჩნდება თქვენი გამბედაობა, ყველაფერი გამოჩნდება ნაბიჯებით და არა სიტყვებით, შედეგით და არა იმით, ვინ რას ლაპარაკობს. გადახედეთ თქვენს პოზიციას, ამას მართლა ისტორია ინახავს. მე არ გირჩევთ თქვენი კომფორტის გამო საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა