ირმა ინაშვილი - „ქართულ ოცნებას“ მინდა მივმართო, ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებს და გვრიტიშვილებს, რადგან დრო მოვა და ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს

დრო მოვა ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს და ეს ხალხი იტყვის კანონით ვიხელმძღვანელეთო. ეს ხალხი ჩამოგაგდებთ და სამართლებრივ დასკვნას დადებს, რომ სამართლიანად მოხდა თქვენი პოლიტიკური განეიტრალება,- ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.

“პროცესი მიდის პარლამენტში, პროცესი მიდის გარეთ-საზოგადოებაში და პროცესი მიდის მოსამართლეებთან დაკავშირებით ტელეეთერში. მინდა მესამედან დავიწყო, თუ რა გამალებით იცავს „ქართული ოცნება“ მურუსიძეს. „ქართულ ოცნებას“ მინდა მივმართო მორიგჯერ - ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებს და გვრიტიშვილებს, რადგან დრო მოვა ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს და ეს ხალხი იტყვის მერე კანონით ვიხელმძღვანელეთო. ეს ხალხი ჩამოგაგდებთ და სამართლებრივ დასკვნას დადებს კიდევ, რომ სამართლიანად მოხდა თქვენი პოლიტიკური განეიტრალება“,- განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, გააცნობიერონ თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს რაზეც აქ ვმსჯელობთ, ეს მაინც კოსმეტიკური ცვლილებებია, აქ არ მიდის საუბარი ფუნდამენტურ ცვლილებებზე თუ როგორ შევცვალოთ მართლმსაჯულების სისტემა. რა ცვლილებაზე ვსაუბრობთ, როცა იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობით, არ ვგულისხმობ ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს, არანაირი ნდობა საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის, ხალხის მხრიდან არ აქვს და ამ იუსტიციის საბჭოს კვლავ აქვს პრეროგატივა შეარჩიონ მოსამართლეები? რა ცვლილება უშველის ამას ხალხო. სად გვეჩქარება, რატომ ვჩქარობთ ასე? თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა აქვს მომავალი 30 წლის მანძილზე რა ტიპის სასამართლო გვექნება. მინდა ყველა დეპუტატს მოვუწოდო, გააცნობიეროს რა დიდი მნიშვნელობის საკითხი გამოვა კენჭისყრაზე. არ გვაქვს იმის უფლება მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს დავუტოვოთ ჩვენი მართლმსაჯულება და ჩვენი შვილების მომავალი“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა