მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაცია გააკეთებს კომენტარს, რატომ არსებობს გიორგი ქობულიას გათავისუფლებაზე ორი ბრძანება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ აკონკრეტებს, რომელი კანონის საფუძველზე გათავისუფლდა ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან.

პრემიერმა დღეს უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტის შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა იმას, რომ ქობულიას გათავისუფლების თაობაზე ორი ბრძანება არსებობს - ერთი, რომელიც მედიაში გავრცელდა და სადაც წერია, რომ გიორგი ქობულია გათავისუფლდა საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხოლო მეორე ბრძანების თანახმად, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ქობულიას გათავისუფლების საფუძველი კონსტიტუციის 55-ე მუხლის მე-4 პუქნტი გახდა. მამუკა ბახტაძის თქმით, კონკრეტულ მუხლებზე განმარტებას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაცია გააკეთებს.

„მე გავათავისუფლე იმ ბრძანებით, რა ბრძანებითაც პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება გაათავისუფლოს და ამავე დროს დანიშნოს ახალი მინისტრი. მუხლის ნომერს და ამ ტექნიკურ საკითხებს რაც შეეხება, მე მოგეცით ამაზე განმარტება. მთავრობის სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია გააკეთებს ამაზე განმარტებას“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა