თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - რატომ გინდათ, რომ ამხელა პასუხისმგებლობა თქვენს თავზე აიღოთ და მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანს“ უზენაესი სასამართლო 30 წლის მანძილზე ხელში ჩავუგდოთ

რატომ გინდათ, რომ ამხელა პასუხისმგებლობა თქვენს თავზე აიღოთ და მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანს“ უზენაესი სასამართლო ხელში ჩავუგდოთ მომავალი 30 წლის მანძილზე. გაინაწილეთ მაინც ეს პასუხისმგებლობა, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლო მე-9 მოწვევის პარლამენტმა სრულად არ უნდა დააკომპლექტოს და ეს პასუხისმგებლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტმაც უნდა გაინაწილოს. თინა ბოკუჩავას თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უმაღლესი ინსტანციის სასამართლო ერთდროულად არ უნდა დააკომპლექტოს ამ მოწვევის პარლამენტმა.

„გასაგებია, რომ ამერიკაში უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ ძალიან განსხვავებული წესია, მაგრამ ჯორჯ ვაშინგტონი იყო ერთადერთი, რომელმაც ამერიკის უზენაეს სასამართლოში 11 მოსამართლე დანიშნა. მას შემდეგ, არც ერთ პრეზიდენტს არ აუღია იმხელა უფლებამოსილება, რასაც დღეს იღებს თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი. საერთოდ, გესმით, ეს რა პასუხისმგებლობაა?! რატომ გინდათ, რომ ამხელა პასუხისმგებლობა თქვენს თავზე აიღოთ, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანს“ უზენაესი სასამართლო ხელში ჩაუგდოთ მომავალი 30 წლის მანძილზე სრული შემადგენლობით. გაინაწილეთ მაინც ეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ და ანრი ოხანაშვილს მიმართა.

„სათქვენო რამეს გეუბნებით სინამდვილეში და სწორედ ამას გეუბნებათ ვენეციის კომისია, იცით, რატომ, იმიტომ, რომ ვენეციის კომისია იმაზე კი არ ფიქრობს, ვინ არის ხელისუფლებაში ანრი ოხანაშვილი წარმოადგენს კანონს, ირაკლი კობახიძე ზის თავმჯდომარის სკამზე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ფიქრობს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა