მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ საქართველოს აქვს აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერა

ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკელი კონგრესმენების საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდა, მათ შორის საუბარი შეეხო იმ „გამოწვევებს და ტკივილს“, რაც ქვეყანას რუსული ოკუპაციის შედეგად აქვს.

„საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკელი კონგრესმენები, როგორც რესპუბლიკური ისევე დემოკრატიული პარტიიდან. ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია ის, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული ის მიმართულებები, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, უფრო ეფექტური და მჭიდრო ურთიერთობის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, ჩვენს რეფორმებზე რომელიც გავატარეთ, იმ რეფორმებზე რომელიც უნდა გავატაროთ, იმ გამოწვევებზე და ტკივილზე, რაც ჩვენ გვაქვს რუსული ოკუპაციის შედეგად და მე დარწმუნებული ვარ რეალური სურათი აქვთ ჩვენს მეგობრებს და მათი ასახვა აუცილებლად მოხდება მხარდაჭერებსა თუ კონკრეტულ ქმდებებში, იქნება ის სხვადასხვა ტიპის რეზოლუციები, თუ საკანონმდებლო აქტების ინიცირება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო