ზაალ უდუმაშვილი - მმართველი პარტია ცდილობს, დესტაბილიზაცია შემოიტანოს, თუმცა მინდა ისინი დავარწმუნო, რომ სანდრა რულოვსი აუცილებლად გაიმარჯვებს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. უდუმაშვილის მტკიცებით, შს მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში და კერძოდ ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნითაა დაკავებული.

„ბოლო კვირების განმავლობაში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსები და წევრები, მათ შორის კრიმინალური წარსულის მქონე პირები, აქტიურად ცდილობენ ხელი შეუშალონ სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიას. ამის მაგალითები ჩევნ ვნახეთ კომბინატის დასახლებაში, სოფელ ნარაზენში, ჭითაწყარსა და ურთაში. უფრო მეტიც, პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ზუგდიდის პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია ხელმძღვანელობს, ახორციელებენ სანდრა რულოვსისა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრების მიმართ უკანონო თვალთვალს, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ. სამართალდამცავებმა ამ ფაქტზე არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაიწყეს დევნა და მურუსიძის მიერ მართულმა სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა.

ამ უკანონობას პირადად ხელმძღვანელობს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომლის მითითებებსაც ადგილზე ასრულებს მისი მოადგილე ლევან კაკავა. ეს მაშინ, როდესაც კრიმინალი 60% არის გაზრდილი. იმის მაგივრად, რომ მინისტრი ებრძოდეს კრიმინალს, ის დაკავებულია ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით და არჩევნების გაყალბების მცდელობით. მმართველი პარტია მოქალაქეებისთვის გამოსავლის შეთავაზების ნაცვლად ცდილობს არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანოს, თუმცა მინდა ისინი დავარწმუნო, რომ სანდრა რულოვსი აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება საქართველოში სასიკეთო ცვლილებების დასაწყისი”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა