კობა გვენეტაძე - ვაღიაროთ: რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება, რეფორმები არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელ facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც Fifch-ის მიერ ორი წამყვანი ბანკისთვის რეიტინგის გაუარესებას ეხმაურება.

კობა გვენეტაძის განმარტებით მთავარი მიზეზი, რისკებია, რომლებიც საცალო სესხების სწრაფმა ზრდამ და უცხოური ვალუტით დიდი მოცულობით დაკრედიტებამ გამოიწვია. გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თებერვალში სწორეს საბანკო რეგულაციები გახდა Fifch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მიზეზი.

„მთავარი მიზეზი გასულ პერიოდში საცალო სესხების სწრაფი ზრდითა და საგანგაშოდ მაღალი მოცულობით უცხოური ვალუტით დაკრედიტების შედეგად გამოწვეული რისკებია. დიახ, ეს სწორედ ის რისკებია, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო. შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ აღნიშნული რისკების შესახებ, სადაც ვუთითებდით, რომ საცალო სესხების ზრდა მაღალი იყო და სათანადო, თუმცა არაპოპულარული, ზომებიც მივიღეთ.

#Fitch-ი პოზიტიურად აფასებს ჩვენ მიერ ამოქმედებულ რეგულაციებსა და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის 200,000 ლარის ქვედა ზღვარის დაწესებას, და მოელის, რომ ეს ღონისძიებები ბანკების მაღალრისკიან დაკრედიტებას ნაწილობრივ შეამცირებს.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ახლო მომავალში ბანკების რეიტინგის ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, თუ დოლარიზაციამ მნიშვნელოვნად იკლო, ეს რეიტინგებზე პოზიტიურად აისახება.

სხვათა შორის, #Fitch-ის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადების თანახმად, სწორედ იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია გახდა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი. საყურადღებოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე ამოქმედებული რეგულაცია, რომელიც მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით დაწესდა, ფინანსური სტაბილურობის მდგრადობას შეუწყობს ხელს.

ვაღიაროთ: რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება. რეფორმები მეტწილად არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს," - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა