გედევან ფოფხაძე - მე მაქვს დეპრესიული განწყობა, რომელიც მოსამართლეებთან დაკავშირებულმა პროცესმა შემიქმნა და ეს განწყობა არათუ არ მტოვებს, ახალ სიახლეებს მაჩვენებს

მე მაქვს დეპრესიული განწყობა, იმიტომ, რომ თავიდანვე პროცესმა შემიქმნა ეს განწყობა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის შეფასებებს უსმენენ.

გედევან ფოფხაძე სახალხო დამცველის პოზიციით დაინტერესდა, ხედავს თუ არა მომავალში თავისი საქმიანობის არსს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანამ უზენაესი სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა, როგორც უფლებადამცველი ინსტიტუცია დაკარგა.

„მე მაქვს დეპრესიული განწყობა, იმიტომ, რომ თავიდან პროცესმა შემიქმნა ეს განწყობა და ის არათუ არ მტოვებს, ახალ სიახლეებს მაჩვენებს. უბრალოდ არის მარტივი გადაწყვეტილება, რომ უზენაესი სასამართლო გახდეს ვიღაცის საკუთრება. პოლიტიკური მოცემულობა ვენეციის კომისიას რაც მე მახსოვს არცერთ თავის დასკვნაში არ ჰქონია გაჟღერებული და ისინი პირდაპირ გვეუბნებიან - პოლიტიკური მოცემულობა არის ასეთი, გყავთ ძალიან ცუდი იუსტიციის საბჭო და ის ყველა შემთხვევაში ცუდ პროდუქტს დაგიდებთ. მე მაინტერსებს ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის პოზიცია, როდესაც მას ათასობით ადამიანი მიადგება, სასამართლოდან გაწბილებული წამოსული, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი უფლებები და დაიწყებს სხვა ინსტიტუციის ძებნას. თუ ჩვენ უზენაესი სასამართლო და მთლიანად მართლმსაჯულება, როგორც უფლებადამცველი ინსტიტუცია დავკარგეთ, თქვენი საქმიანობის აზრი ამის მერე რამენაირად იქნება?!“, - მიმართა გედევან ფოფხაძენინო ლომჯარიას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს