რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - შავ ზღვაში საკუთარი ძალების მოდერნიზებას იმიტომ ვახდენთ, რომ ნატო ჩვენს სანაპიროებს უახლოვდება

რუსეთი შავ ზღვაში საკუთარი ძალების მოდერნიზებას იმის გათვალისწინებით ახდენს, რომ ნატო ჩვენს სანაპიროებს უახლოვდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ძალებისა და საშუალებების მოდერნიზაციას იმის გათვალისწინებით, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა ჩვენს სანაპიროებს უახლოვდება. ჩვენი ძალისხმევა ადეკვატურია და შეესაბამება რეალურ საჭიროებებს უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე გრუშკომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება ნატო-ს ინფრასტრუქტურულ პროექტებს რუმინეთში და ბულგარეთში.

„ყველაფერ ამაზე სათანადო რეაგირებას მოვახდენთ, რათა საიმედოდ უზრუნველვყოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების ჩვენი ინტერესები“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა