გიგა ბოკერია ლომჯარიას - თქვენ ახლა იხილავთ უცნაურ სპექტაკლს - უმრავლესობის ნაწილი მადლობას გადაგიხდით, ნაწილი კი გკითხავთ: სად იყავით, 2012 წლამდეო?

ქალბატონო ნინო, უმრავლესობის ნაწილი დიდ მადლობას გადაგიხდით იმის გამო, რომ თქვენ კარგი კომენტარები გქონდათ, მეორე ნაწილი კი დაგგმობთ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, რომელიც დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საკუთარ შეფასებებს აცნობს.

„მინდა გაგაფრთხილოთ ქალბატონო ნინო, რომ ახლა თქვენ იხილავთ ძალიან უცნაურ სპექტაკლს, როცა დაამთავრებთ გამოსვლას. უმრავლესობის ნაწილი დიდ მადლობას გადაგიხდით იმის გამო, რომ თქვენ კარგი კომენტარები გქონდათ, მეორე ნაწილი კი დაგგმობთ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და გკითხავთ სად იყავით, 2012 წლამდეო. მე კი ვიცი სადაც იყავით, მაგრამ ამ ხალხს ეშლება“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლამ უმრავლესობის წევრების რეპლიკები გამოიწვია, თავის მხრივ კი ბოკერიამ მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„არ იზამთ? რატომ აღელდით? დამგმობი ჯგუფი გაკლიათ თუ შემქები? - მიმართა ბოკერიამ უმრავლესობის წევრებს.

ამის მიუხედავად უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან რეპლიკები გაგრძელდა და ერთ-ერთმა დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა მას უცენზურო სიტყვებითაც მიმართა. ამის პასუხად ბოკერიამ დეპუტატს რობოტი უწოდა.

„ეს რობოტი ვინ იყო? ახლოს ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან ძალიან უზრდელი. ძალიან აღელდა ეს ხალხი. მთელი დღე ეძინათ და ახლა აღელდნენ. დაამშვიდეთ ეს ხალხი ან მოდით და ახლოს დამელაპარაკეთ ხოლმე შესვენების დროს თუ რამე პრეტენზიები გაქვთ და ასე გიდუღთ სისხლი. ახლა რომ მორჩება, გელოდებით ყველას ვინც უკნიდან ყვირიხართ-ხოლმე“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო