თბილისში ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა

15-19 აპრილს, სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო და კვლევითმა ინსტიტუტმა ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონულ სიმპოზიუმს - „კავკასია“ უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სიმპოზიუმი განხორციელდა Naval Postgraduate School’s Energy academic Group-ის და NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის თანადაფინანსებით.

„სიმპოზიუმის მიზანია, ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლების საშუალებით, რეგიონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების, რეგიონალური კოორდინაციის და თანამშრომლობის, უწყებათაშორისი თანამშრომლობის, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერება.

სიმპოზიუმის მიმდინარეობას 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე კოორდინაციას უწევდნენ ბრენდა შეფერი, ჯორჯთაულის უნივერსიტეტის პროფესორი, ლორენს უოლზერი, ენერგეტიკის აკადემიური ჯგუფის პროგრამის მენეჯერი და ალან ჰოვარდი, Naval Postgraduate School-ის დირექტორის მოადგილე.

15 აპრილს სიმპოზიუმი გაიხსნა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას მოხსენებით, რომელმიც მონაწილეებს საქართველოში ენერგეტიკის ძირითადი მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

მომდევნო 5 დღის განმავლობაში ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი საჯარო და კერძოს სექტორის წარმომადგენელი მომხსენებლების მიერ განხილული იქნა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული შემდეგი საკითხები: NATO-ს როლი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში, რეგიონული გეოპოლიტიკა და ენერგეტიკა; კიბერუსაფრთხოება, კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვა და სხვა“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო