ნინო ლომჯარია - ორი დღეა ვზივარ პარლამენტში და სამწუხაროდ, ემოციური გამოსვლები ვერ მოვისმინე დეპუტატების მხრიდან

მე, შეიძლება ნაკლები დრამატიზმი და არტისტიზმი მახასიათებს, თუმცა ვფიქრობ, რაც ვთქვი იყო იმაზე უფრო მკაფიო და საგანგაშო, ვიდრე შეიძლება ეს პოზიცია ძალიან ბევრმა ხმამაღლა და ემოციურად გამოხატა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნინო ლომჯარია გამოეხმაურა ცალკეული დეპუტატების პოზიციას, რომ სახალხო დამცველი ამ კანონპროექტის განხილვისას მეტად ემოციური უნდა ყოფიულიყო. ლომჯარიას თქმით, ემოციები სხვებისგან თვითონაც დააკლდა.

„ორი დღეა ვზივარ პარლამენტში და სამწუხაროდ, ემოციური გამოსვლები ვერ მოვისმინე დეპუტატების მხრიდან. ველოდი, რომ ემოციური განხილვები იქნებოდა, თუმცა თითქოს, უფრო ფორმალური პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული მსჯელობები იყო. ეს ჩემი შენიშვნაა და შეგიძლიათ მიიღოთ თითოეულმა დეპუტატმა. რაც შეეხება ჩემს პოზიციებს, აქ არ მოვსულვარ პოლიტიკური სიტყვის წარმოსათქმელად . მე, შეიძელება ნაკლები დრამატიზმი და არტისტიზმი მახასიათებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ის, რაც ვთქვი, იყო იმაზე უფრო მკაფიო და საგანგაშო, ვიდრე შეიძლება ძალიან ბევრმა ხმამაღლა და ემოციურად გამოხატა ეს პოზიცია. ჩემი აქ, მოსვლის მიზანი იყო ის, რომ თქვენთვის მეთქვა, რას ამბობს, საერთაშორისო სტანდარტები ადამიანის უფლებების სფეროში. ჯერი თქვენზეა, პოლიტიკოსებზე , როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. მე, არ მაქვს უფლება ჩავერიო საკანონმდებლო პროცესში, არ მაქვს უფლება გავხვდე პოლიტიკის ნაწილი. თუმცა ჩემი აქ მოსვლა და პირველად გამოყენება იმ ინსტრუმენტის, რაც ამ დღეებში მოვისმინეთ , აჩვენებს იმ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენ ვანიჭებთ აღნიშნული კანონპროექტის განხილვას’, - განაცხადა ლომჯარიამ. .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა