ნინო ლომჯარია - იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობა არ არსებობს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობა არ არსებობს. აღნიშნული ომბუდსმენმა პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტარების კითხვის საპასუხოდ განცხადა.

„იუსტიციის საბჭოს რომ ჰქონდეს ნდობა, ჩვენ აქ არ ვისხდებოდით, ამდენი ხნის განმავლობაში ამ საკითხებზე არ ვისაუბრებდით. უფრო მეტიც, დეკემბერში, როდესაც დაიწუნა ამ პარლამენტმა წარმოდგენილი სია, რატომ დაიწუნა? იმიტომ, რომ პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობდა. ამ პროცესის და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ, რომ ნდობა ყოფილიყო, ალბათ, სია განხილული იქნებოდა. ამიტომ, მე მგონი, ამაზე კამათი, არსებობს თუ არა საბჭოს მიმართ ნდობა, არ შეიძლება. ცალსახად არ არსებობს. ამას თქვენი გადაწყვეტილებებიც, მათ შორის უმრავლესობის გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. ეს ძალიან კარგად დაინახა ვენეციის კომისიამაც, როდესაც მხარეების მრავალფეროვან სპექტრს შეხვდა და ეს დაინახა „ოდირმაც“. სხვათა შორის, ისიც ამბობს, რომ ეს კონტექსტი მხედველობაში მისაღებია,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა იუსტიციის საბჭოს მიმართ არსებული უნდობლობის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საბჭოს წევრების დამოკიდებულება ბევრ ეჭვს ბადებს.“

„ჩემთვის, მაგალითად, ძალიან ნიშანდობლივია, იუსტიციის საბჭოს წევრების დამოკიდებულება მთელი ამ პროცესის მიმართ. წარმოიდგინეთ, რომ ამ სფეროში აღიარებული ყველა საერთაშორისო ექსპერტი და ყველა მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია ამბობს, რომ იმისთვის, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი სამართლიანი იყოს, უნდა მოხდეს ეს და ეს, უნდა იყოს კრიტერიუმები, უნდა გაუქმდეს ფარული კენჭისყრა, არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი, გამოცდები არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. მთელი ამ პროცესის განმავლობაში საბჭოს ყველა წევრი ამბობდა, რომ ის რეკომენდაციები არ უნდა გავითვალისწინოთ. მათ შორის, როდესაც უმრავლესობა გარკვეულ რეკომენდაციებს დაეთანხმა, ამასთან დაკავშირებითაც უარყოფითი პოზიციები გამოთქვა საბჭომ. მათი ეს დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია, იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭო ამ ქვეყანაში არის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტი. ვხედავ, რომ საბჭოს წევრები ამბობენ, ჩვენ არ უნდა გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა „ოდირს“, ვენეციის კომისია პოლიტიკურად მოტივირებულია, შერჩევის კრიტერიუმები ჩვენს დამოუკიდებლობას ზღუდავს, ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებებიო და ასე შემდეგ. მათი დამოკიდებულება და პოზიციონირება უკვე ძალიან ბევრ ეჭვებს ბადებს, რა დგას მათი რეალური მიზნების უკან,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა