ირაკლი კობახიძე - საოცარი განცხადება მოვისმინე  იმის თაობაზე, რომ თურმე  მურუსიძის მსხვერპლი ყოფილა სააკაშვილი და ადეიშვილი

დღეს საუბრობდა ერთ-ერთი დეპუტატი იმაზე, თუ რამდენად მიუღებელია ლევან მურუსიძე. სააკაშვილის და ადეიშვილის პარტიის წარმომადგენელი

საუბრობს მურუსიძეზე და სხვა მოსამართლეებზე, იმ ადამიანების პარტიის წარმომადგენელი, რომლებმაც საქართველოში უბინძურესი სისტემა შექმნეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, როდესაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე დასკვნითი შემაჯამებელი სიტყვით გამოდიოდა.

კობახიძის თქმით, დეპუტატებმა ამ კონტექსტში კიდევ ერთი „შედევრი“ მოისმინეს.

„დღეს, კიდევ ერთი საოცარი განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თურმე მურუსიძის მსხვერპლი ყოფილა სააკაშვილი და ადეიშვილი. ეს იყო მეორე „შედევრი“, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყველაფერს დღესავით ნათელს ხდის. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობას, ნდობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა სასამართლო არ არის პოლიტიკური ორგანო. ნდობა სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიმართ უნდა ყალიბდებოდეს თავისთავადი პროცესით და არა კამპანიების საფუძველზე“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა განიხილა უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დაკომპლექტებას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს