საკრებულოს უმრავლესობის წევრი - ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლას მხარი არ დავუჭირე, რადგან წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების გამო, ფული არ უნდა გადავიხადოთ

დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მხარი არ დავუჭირე, რადგან მე ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების გამო, ფული არ უნდა გადავიხადოთ, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", ლევან ჯაფარიძემ, საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლევან ჯაფარიძის თქმით, წინა ხელისუფლებას ოდიშარიას მიწის ნაკვეთის ნაწილი აჩუქა, რაც არასწორია.

"მივესალმები მერიის და კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომ თაბორის მთაზე მშენებლობა შეჩერდა, ეს მისასალმებელია. დღეს იყო საკითხი, რომელზეც თანხმობა არ მივეცი, იმიტომ რომ იმ მიწის ნაკვეთის ნაწილი, 421 კვადრატული მეტრი, 2008 წელს, კონკრეტულ მოსახლეს, წინა ხელისუფლებამ აჩუქა ეს ტერიტორია და დღეს იმ უკანონო გადაწყვეტილებების კომპენსაცია გვიხდება ჩვენ, ხელისუფლებას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების გამო, ფული არ უნდა გადავიხადოთ. ამიტომ დღეს მე ამ საკითხს მხარი არ დავუჭიღე. მე ვფიქრობ, რომ 2008 წელს, როდესაც გადაეცა ეს მიწა კონკრეტულ მოქალაქეს, გადაეცა არასწორად და შესაბამისად, ამ ამის გამო, დღეს სახელმწიფომ კომპენსაცია არ უნდა გადაიხადოს", - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ, დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ჯამში, აღნიშნულ შეთანხმებას მხარი 30-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 6 წავიდა, რომელთა შორის იყო უმრავლესობის წევრი ლევან ჯაფარიძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა