ირაკლი კობახიძე სასამართლოების კანონპროექტზე - პროცედურა იმაზე 10-ჯერ და 100-ჯერ მაღალ სტანდარტს ადგენს, ვიდრე დადგენილია ევროკავშირის ქვეყნებშიც კი

ეს პროცედურა არის სრულ შესაბამისობაში და არა მარტო სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ იმაზე 10-ჯერ და 100-ჯერ მაღალ სტანდარტს ადგენს, ვიდრე დადგენილია ევროკავშირის ქვეყნებშიც კი და ამასთან დაკავშირებით ძალიან ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეიძლება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“ შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი უპრეცედენტოა და არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს.

„მინდა კიდევ ერთხელ შევეხმიანო პროცედურას, რომელიც დადგენილია ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით. კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტო პროცედურას. შეგიძლიათ ნახოთ, ანალოგიური პროცედურები ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია და იმის მეათედსაც ვერ ნახავთ, რაც არის დადგენილი ჩვენი კანონპროექტით. არის უპრეცედენტოთ ღია, გამჭვირვალე, გახსნილი პროცედურა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შედეგისთვის კეთდება, მთავარი არის ის, რომ ჩვენ შედეგად მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები გვეყოლება უზენაეს სასამართლოში. ეს არის კანონპროექტის სულისკვეთება და საბოლოო მიზანი,“-განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ვენეციის კომისიისა და „ოდირის“ დასკვნებს და აღნიშნა, რომ ამ რეკომედაციებში არაა საუბარი, რომ პროცედურის ესა თუ ის ასპექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს.

„ჩვენ მივიღებთ ყველა იმ შენიშვნას, რაც კონსტიტუციის პრინციპებიდან და ევროსაბჭოს რეკომენაციებიდან გამომდინარე იქნება. თუ ვენეციის კომისია სადმე დაადგენდა წინააღმდეგობას სამართლებრივ პრინციპებთან, ამ შემთხვევაში ჩვენ გავიზიარებდით რეკომენდაციებს, თუმცა არც ერთ რეკომენდაციაში არ არის საუბარი, რომ პროცედურის ესა თუ ის ასპექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო