აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები 19 აპრილს სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა მემორიალთან გამართულ ტრადიციულ ხსოვნის ღონისძიებას დაესწრნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები 19 აპრილს სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა მემორიალთან გამართულ ტრადიციულ ხსოვნის ღონისძიებას დაესწრნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ღონისძიებაზე ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.

„ეს არის უდიდესი ტკივილი არა მხოლოდ ამ პატარა ხეობისათვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისათვის, იმ მოვლენების გათვალისწინებით, რომელიც ტრაგედიას წინ უსწრებდა. 12 დღით ადრე სტიქიას გადაურჩა ჩემი ოჯახი და მე ვაცნობიერებ ამ ტკივილს. ძალიან ძნელია რაიმეთი ანუგეშო დაღუპულთა ოჯახები, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ მათ თანადგომა, მივუსამძიმროთ და ვილოცოთ მათი სულებისათვის,“- აღნიშნა დავით გაბაიძემ.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ, სრულიად საქართველო შეძრა კიდევ ერთმა უდიდესმა ტრაგედიამ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან ყველაზე უმცროსი 1 წლის იყო.

წაბლანას ტრაგედიიდან 30 წლისთავზე აქ დაღუპულთა ნათესავები, ახლობლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე, რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ხეობაში განვითარებული მოვლენები, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ხსოვნის მემორიალი და წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი გარდაცვლილებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა