ლევან ხაბეიშვილი ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლაზე - ცალსახად ჩანს კორუფციული გარიგება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", ლევან ჯაფარიძემ, ოპოზიციას დაუჭირა მხარი და დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლასთან დაკავშირებული შეთანხმების წინააღმდეგ წავიდა.

ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ყველა დეპუტატი მივა იმ აზრამდე, რომ დედაქალაქის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა არ მიიღონ.

"დღევანდელ სხდომაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ "ქართული ოცნების" ერთმა დეპუტატმა, გაბედა და ამის წინააღმდეგ მისცა ხმა, ანუ ოპოზიციას დაუჭირა მხარი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ამას მხარი არ დაუჭირა. უმრავლესობის რამდენიმე ყოფილმა წევრმაც ამის წინააღმდეგ მისცა ხმა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში, ყველა დეპუტატი მივა იმ აზრამდე, რომ დედაქალაქის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა არ მიიღონ. საკრებულომ დღეს მხარი დაუჭირა იმას, რომ დეპუტატ ბექა ოდიშარიას, კალაძის მეგობარს, 20 ლარად რომ ჰქონდა კვადრატული მეტრი ნაყიდი, 1700 ლარი გადაუხადოს ახლა თბილისის მერიამ. ჯამში, 200 000 ლარად რომ შეიძინა ქონება რამდენიმე წლის წინ, დედაქალაქის მერია დღეს უხდის 5 მილიონ 600 000-ს. ესეიგი, რიგ შემთხვევაში, 86-ჯერ მეტს უხდის კვადრატულში. აქ ცალსახად ჩანს, კორუფციული გარიგება. მათ შორის, ნეპოტიზმი. ოდიშარია კალაძის მეგობარი რომ არის, ადასტურებს კალაძე და ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატია და არის უპირატესი, იმიტომ, რომ მან მშენებლობის უფლება მიიღო იქ, სადაც მხოლოდ დაჯდომა შეიძლებოდა. როცა იყიდა ოდიშარიამ ეს მიწა, ეს იყო ლანდშაფტური ზონა, სადაც არანაირი მშენებლობა არ შეიძლებოდა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა