ეკა ბესელია - შეუძლებელია, ერთ სივრცეში აიტანო იმ ახალი სამართლის თეორიის მოსმენა, რომ ძალადობის შემოქმედნი დღეს არიან ნათელში და შარავანდედი ადგათ თავზე

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მან პლენარული სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსჯელობდნენ, იმიტომ დატოვა, რომ არ შეუძლია ერთ სივრცეში მოუსმინოს სამართლის იმ თეორიას, რომლის მიხედვითაც, „ძალადობის შემოქმედნი, დღეს არიან ნათელში და შარავანდედი ადგათ თავზე“.

„ეს არის პროტესტი, შეუძლებელია, ერთ სივრცეში აიტანო იმ ახალი სამართლის თეორიის მოსმენა, რომ ცუდები გახდნენ კარგები, ძალადობის შემოქმედნი დღეს არიან ნათელში და შარავანდედი ადგათ თავზე, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ეს არის მიზანმიმართული შეტევა. ეს არის სასჯელი დღეს საქართველოს პარლამენტის. კობახიძის ფენომენი და ზოგადად ის მსოფლმხედველობა, რომელსაც ის ახლა ახმოვანებს, ეს არის მართლაც ყველაფრის თავდაყირა დაყენება, ყველაფერზე ხაზის გადასმა, რაც ამ წლების განმავლობაში, თავისუფლებისთვის ბრძოლის სახელით მოვიტანეთ. ამიტომ ამის ასე მიღება და მოსმენა ჩემთვის არის უმძიმესი და ალბათ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ იდეალებისთვის, მთელი ამ ხნის განმავლობაში იბრძოდა“, - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან.