სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდის მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია. კერსტი კალიულაიდი ყველა საერთაშორისო და დიდ ფორუმზე იყენებს შესაძლებლობას საქართველო მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა