წყალმომარაგების კომპანია - წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებას ამ დროისთვის 900 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ხმარდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ამ დროისთვის წყალმომარაგება- წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის 25 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 900 მილიონ ლარამდეა. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის -18, წყალარინების სისტემის - 8 და ნაპირდაცვის სამშენებლო სამუშაოების 1 პროექტი.

ახალი სისტემების მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც წყლის მიწოდების გრაფიკს, ასევე წყლის ხარისხს. მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, სტაბილური წყალმომარაგება ექნება დამატებით 300 000-მდე ადამიანს, ხოლო კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით 200 000-მდე მომხარებელი ისარგებლებს.

2019 წელს კომპანია დამატებით დაიწყებს 22 ინფრასტრუქტურულ პროექტს როგორც წყლის სისტემების, ასავე საკანალიზაციო ქსელებისა და გამწმენდი ნაგებობების მოწყობის კუთხით.

წყალმომარაგების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია სასმელი წყლის ხარისხის რეგულარული კონტროლი, რასაც კომპანია თავისი ცენტრალური და რეგიონული ლაბორატორიული ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად ახორციელებს. 57 ქალაქსა და 300-ზე მეტ სოფელში, იქ სადაც კომპანია დღეის მდგომარეობით ოპერირებს მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი არის სტანდარტების და რეგლამენტის შესაბამისი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა