დავით უჯმაჯურიძე - წინა ხელისუფლება ადგილმონაცვლეობაზე არ დარდობდა, რადგან ქვეყანაში საკუთრების უფლება დარღვეული იყო

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხზე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. უჯმაჯურიძის განცხადებით, ოპოზიციის შეფასებები არაადეკვატურია, რადგან არსებული მიწის საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა. დავით უჯმაჯურიძის მიერ გაკეთბულ განცხადებას, თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

,,ნამდვილად ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიცია ყველა საკითხზე ქილიკობს. მე მათ შეფასებას ვერ დავეთანხმები. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ თაბორის მთაზე არსებული მიწა დადგენილ ფასზე ნაკლები ღირებულებისაა, შეგვატყობინეთ. არ მინდოდა თქვენი მმართველობის 9 წელზე საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ შეგახსენოთ, რომ წინა ხელისუფლება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ერქვა, კერძო საკუთრების უფლებას არღვევდა, ადამიანებს იბარებდნენ პროკურატურაში და ქონებას იძულებით ათმობინებდნენ. ცხადია, რომ მაშინ არც ადგილმონაცვლეობაზე გქონდათ სადარდებელი და არც შეფასებები გაღელვებდათ“, - განაცხადა დავით უჯმაჯურიძემ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა