რიმა ბერაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს სარევიზიო კომისიის 2018 წლის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ, საკრებულოს დეპუტატებსა და საზოგადოებას კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„მათი ცნობით, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2018 წელს სარევიზიო კომისიამ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი 33 ორგანიზაცია შეამოწმა (მათ შორის 32 გეგმით გათვალისწინებული, 1 - არაგეგმიურად).

რიმა ბერაძის განმარტებით, სარევიზიო კომისია საქმიანობას ახორციელებს კომისიის სამდივნოს თანამშრომელთა (რევიზორთა) მეშვეობით, რომლებიც შესამოწმებელი ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, მათი ფინანსური საქმიანობის შემოწმება-ანალიზს ახორციელებენ. შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები სარევიზიო კომისიის სხდომაზე განიხილება.

საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიას სულ გამართული აქვს 23 სხდომა, რომელზეც კომისიის წევრებმა 50 საკითხი განიხილეს. რიმა ბერაძის თქმით, კომისიის სხდომაზე განხილული შემოწმება-ანალიზის დასკვნები შემდგომი რეაგირების მიზნით, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში გაიგზავნა“, - აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„2018 წლის განმავლობაში სარევიზიო კომისიამ წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ორგანიზაცია შეამოწმა, შემოწმება-ანალიზის დასკვნები მოამზადა და რეკომენდაციებიც გასცა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სარევიზიო კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს შემოწმებული ორგანიზაციები ითვალისწინებენ და შესაძლებლობის შემთხვევაში კომისიის სხდომის გამართვამდეც კი ასწორებენ,“ - განაცხადა ბერაძემ.

საკრებულოს რეგლამენტისა მე-19-ე მუხლის მე-12-ე პუნქტისა და სარევიზიო კომისიის 2014 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, ყოველწლიურად გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინოს.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით