საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი იანვარ-მარტში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით, ხოლო იმპორტი 17.8%-ით შემცირდა

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებულმა ექსპორტმა იანვარ-მარტის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 17.8 პროცენტით შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 14.9 პროცენტით ჩამორჩება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„2019 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 196.0 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 502.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (17.8 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 698.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 14.9 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მარტში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 26.5 პროცენტით განისაზღვრა. 2019 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 416.1 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 37.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 576.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 992.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტია, რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მარტში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 13.8 პროცენტი იყო. ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში“, - აღნიშნულის საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს