მომავალ კვირას ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ განაცხადებს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ოთხშაბათს გააკეთებს.

ამის შესახებ „Atlantic“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ჯო ბაიდენი სენატში 36 წლის განმავლობაში მუშაობდა, ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს კი 8 წელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

76 წლის ასაკში ის მეორე უხუცესი კანდიდატი იქნება ბერნი სანდერსის შემდეგ, რომელიც 77 წლისაა.

ბაიდენის განცხადების შემდეგ, საპრეზიდენტო კანდიდატების რიცხვი დემოკრატებიდან 19-ს მიაღწევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო