თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა იწყებს ღონისძიებათა ციკლს - „იოსებ გრიშაშვილი 130“

ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ გრიშაშვილის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა იწყებს

ღონისძიებათა ციკლს - " იოსებ გრიშაშვილი 130". როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ციკლის ფარგლებში 23-25 აპრილს იოსებ გრიშაშვილის ფონდში დაცული იშვიათი და უნიკალური წიგნების გამოფენა გაიმართება. „გამოფენაზე იხილავთ 1712 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილ "ვეფხისტყაოსანს", 1924 წელს გამოცემულ პირველ ქართულ ფუტურისტული ჟურნალს H2SO4-ს, "ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემის " პირველ გამოცემას, მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში დაბეჭდილ მოოქროვილ მინიატურულ ვეფხისტყაოსანს და სხვა იშვიათ და უნიკალურ წიგნებს იოსებ გრიშაშვილის ფონდიდან,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაშ. გამოფენა 23 აპრილს 18:30 საათზე გაიხსნება და 25 აპრილს დასრულდება. ამასთან, პოეტის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და იშვიათი და უნიკალური წიგნების გამოფენას, სტუდენტურ კონფერენციას, საჯარო ლექციას, ფოტოკონკურსს, და სხვა არაერთ აქტივობას მოიცავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს