ანრი ოხანაშვილი დეპუტატებზე, რომლებმაც სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს - ამ ხალხს  ქვეყანაში სასამართლოს გაჩერება სურს

ამ ხალხს სურს სასამართლოს გაჩერება ქვეყანაში და არ აინტერესებს ჩვენი საზოგადოების ბედი. მათი მთავარი ამოცანა კი არის ის, რომ სასამართლო აღარ იყოს ქვეყანაში,

- ამის შესახებ ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მან ეს კომენტარი იმ დეპუტატების მისამართით გააკეთა, რომლებმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, მათი წარდგენილი კანონპროექტი არის უპრეცენდენტოდ გამჭირვალე და დეტალურად გაწერილი.

„ჩვენ გავწერეთ უპრეცენდენტოდ დეტალური და გამჭვირვალე პროცედურა, როგორიც არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში ევროკავშირის ფარგლებში.“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ორდღიანი მუხლობრივი განხილვა კენჭისყრით 87-მომხრე, 31-წინააღმდეგი დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა