მონპელიეში „კარვების ქალაქთან“ მისულ მიხეილ სააკაშვილს მელორ ვაჩნაძემ მოუწოდა, რომ ქართველ თავშესაფრის მაძიებლებთან შეხვედრისთვის პოლიტიკური სახე არ მიეცა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ქალაქ მონპელიეში ჩავიდა და პრეფექტურის წინ, „კარვების ქალაქში“ მყოფ

ქართველ თავშესაფრის მაძიებლებს შეხვდა. პრეფექტურის წინ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთის ხელისუფლებას დახმარებას და თავშესაფრის მიცემას სთხოვენ.

"ჩავაკითხე საფრანგეთში ღია ცის ქვეშ მაცხოვრებელ ჩვენს მოქალაქეებს,რომელნიც უკიდურესი გაჭირვების გამო აღმოჩნდნენ იქ. გული შემეკუმშა იმით, რაც ვნახე.. ეს კატასტროფა უნდა დასრულდეს!" - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქგვერდზე“, რომელიც შეხვედრის ამსახველი ფოტოასალასაც ავრცელებს.

„კარვების ქალაქთან“ მელორ ვაჩნაძეც იმყოფებოდა, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდა, რომ შეხვედრისთვის პოლიტიკური სახე არ მიეცა. მელორ ვაჩნაძისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა