შალვა შავგულიძე -  მთაწმინდელებშიც ცალსახად ერთი განწყობაა - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს

ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

„შავგულიძე ამჯერად პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მთაწმინდელებსაც თბილისის სხვა რაიონების მსგავსად მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში პრობლემატურია ავარიული და ძეგლის სტატუსიანი ამორტიზებული შენობების საკითხი.მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით ხელისუფლებამ ვერცერთ სფეროში ვერ შეასრულა დანაპირები და ცვლილებების დრო რეალურად მოვიდა“, - აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მთაწმინდელებში, ცალსახად ერთი განწყობაა - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხელისუფლებამ არცერთი დანაპირები არ შეასრულა არც ერთ სფეროში - არც სამართალთან დაკავშირებით, რომ სამართალს მოიტანდა ქვეყანაში, არც ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით და ა.შ. ეს ხელისუფლება რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შეიცვალოს’’, - განაცხადა შავგულიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა