ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე, შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე, შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დაკავებულ დირექტორს, ოთარ ცნობილაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ სასამართლოში ცნობილაძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ოთარ ცნობილაძის პატიმრობის საფუძველი არ არსებობდა. როგორც ის ამბობს, უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ცნობილაძესთან ერთად სხვა ადამიანებსაც უნდა ეზრუნათ.

ცნობისთვის, 31 მარტს ჭავჭავაძის 5 ნომერში მიწა ჩამოიშალა და 2 მუშა მოიყოლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: მშენებლობაზე მიწაში მოყოლილი ორი მუშის გარდაცვალების საქმე - შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა