აშშ-ში ძლიერი შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის სამხრეთით მდებარე შტატებში, განსაკუთრებით კი მისისიპიში, ჯორჯიასა და ალაბამაში, ძლიერი შტორმია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაიცვალა 3 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანს სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა. ამასთანავე, ცელკეულ რეგიონებში 150 000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერმა შტორმმა სეტყვასთან ერთად ლუიზიანაში სახნავ-სათესი მიწების დიდი ნაწილი გაანადგურა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო