ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს

ბათუმში ხანძრის შედეგად 8 ოჯახი დაზარალდა, - ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს. როგორც უწყებაში ამბობენ, დაზარალებულები უსაფრთხო ადგილზე დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მომხდარს უწყებაში არსებული შესაბამისი კომისია შეისწავლის.

„ძველ ბათუმში, კომახის ქუჩის #1-ში ხანძრის შედეგად დაიწვა 400 - მდე კვ.მ საცხოვრებელი ფართი. დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ პირველადი მატერიალური დახმარება და მიეწოდებათ საკვები პროდუქტები. ვითარებას ადგილზე გაეცნო ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები",- აცხადებენ მერიაში.

იხილეთ ვიდეო: "ვერაფერი დავილაპარაკე შიშისგან, აივნიდან გადმოგვიყვანეს" - კადრები და კომენტარები ბათუმიდან, სადაც ხანძრის შედეგად 8 ოჯახი დაზარალდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა