ბელგრადში პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მომხრეები შეიკრიბნენ

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მომხრეები ბელგრადში შეიკრიბნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ვუჩიჩის მომხრეები მას შემდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, რაც მისი გადადგომის მოთხოვნით უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბელგრადის ქუჩებში მასობრივი დემონსტრაციები დეკემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ბორკო სტეფანოვიჩს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აღსანიშნავია, რომ მასობრივ დემონსტრაციებთან დაკავშირებით ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მოსახლეობას საპროტესტო აქციის გამართვის სრულ უფლება აქვს იქამდე, ვიდრე აქციები ძალადობრივ სახეს არ მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გადადგომას არ აპირებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა