ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.

„გარდა ინვაზიური მავნებლისა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს პათოგენური სოკო (Cylindrocladium Buxicola) უქმნის, რომელიც ბზის სიდამწვრის სახელითაა ცნობილი. სოკომ მოახერხა 2010-14 წლებში დასავლეთ საქართველოში არსებული ბუნებრივი წარმოშობის ბზის კორომების ძლიერი დაზიანება/დასუსტება. ხოლო, მომდევნო წლებში პრობლემა მავნე მწერმა - ბზის ალურამ გაამწვავა.

ეროვნული სატყეო სააგენტო მის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომების წამლობას 2016 წლიდან ახორციელებს.

ბიოლოგიური საშუალებით წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მუშავდება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებში არსებული ბუნებრივი ბზის კორომები 550 ჰა ფართობზე.

სააგენტო მიმართავს ბრძოლის ინტეგრირებულ მეთოდებს, შესაბამისად, გარდა წამლობისა, სააგენტო ახორციელებს მავნებლის ინტენსიური მონიტორინგს/დაჭერა-განადგურებას ფერომონიანი მწერმჭერების გამოყენებით. გასულ წელს კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებში განთავსებული იყო 1500 ფერომონიანი მწერსაჭერი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს